[ შრომის სამართალი ]
შრომის სამართალი
OK Legal სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, მიმდინარეობისა და შეწყვეტის ეტაპებზე. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს შრომითი ხელშეკრულებებისა და შიდა დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებასა და შრომით დავებში წარმომადგენლობას.
თითოეული საკითხის გარემოებების გათვალისწინებით ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს და განვსაზღვრავთ კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის სტრატეგიას.
მომსახურება
- შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და შიდა პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი შეფასება
- შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და კომპენსაციის საკითხებზე კონსულტაცია
- შრომით დავებში მოლაპარაკებების მხარდაჭერა და სასამართლოში წარმომადგენლობა
ვის ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას
ჩვენი მომსახურება განკუთვნილია დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება, უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა ან კანონიერი ინტერესების დაცვა შრომით-სამართლებრივ დავაში.
მიიღეთ სამართლებრივი კონსულტაცია შრომით საკითხებზე
