იურიდიული მხარდაჭერა თქვენი ბიზნესისთვის
სამართლებრივ მხარდაჭერას ვუწევთ როგორც ბიზნეს სექტორს, ინვესტორებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს, ისე ფიზიკურ პირებს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო, კორპორაციული, საბანკო/საფინანსო, სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართალი. საკითხის სიღრმისეული შეფასებითა და ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველვყოფთ რისკების შეფასებასა და მართვას, სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრასა და სამართლებრივი მიზნის მიღწევას.

ნდობა ყოველ სამართლებრივ გადაწყვეტილებაში
მიმართულებები
უძრავი ქონება და დეველოპმენტი
უძრავი ქონების გარიგებებისა და სამშენებლო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა, რისკების შეფასება და დავებში წარმომადგენლობა
საბანკო და საფინანსო სამართალი
დაკრედიტებისა და დაფინანსების სამართლებრივი მხარდაჭერა, ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია და საბანკო/საფინანსო დავებში წარმომადგენლობა
საგადასახადო სამართალი
საგადასახადო კონსულტაცია, ვალდებულებების სამართლებრივი შეფასება და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობასა და საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა
ადმინისტრაციული სამართალი
სანებართვო და სალიცენზიო პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა, სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა და ადმინისტრაციულ დავებში წარმომადგენლობა
კორპორაციული, სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართალი
კომპანიების დაფუძნების, მართვისა და საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, ხელშეკრულებების მომზადება და სახელშეკრულებო რისკების შეფასება
შრომის სამართალი
შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კონსულტირება და შრომით დავებში წარმომადგენლობა
გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა
OK Legal აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორებში მიღებულ იურიდიულ გამოცდილებას. ჩვენი გუნდი თითოეულ საკითხს აფასებს კლიენტის მიზნების, სამართლებრივი გარემოსა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, რათა განსაზღვროს ინტერესების დაცვის შესაბამისი სტრატეგია.
მოკლედ აღწერეთ თქვენი სამართლებრივი პრობლემა — ჩვენი გუნდი უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებათ
