[ კორპორაციული, სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართალი ]
კორპორაციული, სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართალი
OK Legal კომპანიებსა და მათ პარტნიორებს სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ბიზნესის დაფუძნების, მართვისა და განვითარების ეტაპებზე. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს კორპორაციული ურთიერთობების მოწესრიგებას, კომერციული ხელშეკრულებების მომზადებასა და ბიზნესის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას.
კომპანიის საქმიანობისა და მიზნების გათვალისწინებით ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს და ვაყალიბებთ პარტნიორთა ინტერესებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დაცვის მექანიზმებს.
მომსახურება
- კომპანიების დაფუძნება და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება
- პარტნიორთა და აქციონერთა შეთანხმებების მომზადება და სამართლებრივი შეფასება
- კორპორაციული მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივი მხარდაჭერა
- კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი შეფასება და მოლაპარაკებების მხარდაჭერა
- ბიზნესის მიმდინარე საქმიანობის იურიდიული მომსახურება — როგორც მუდმივი თანამშრომლობის, ისე კონკრეტული საკითხის ფარგლებში
ვის ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას
ჩვენი მომსახურება განკუთვნილია კომპანიების, დამფუძნებლებისა და პარტნიორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესის შექმნის, მიმდინარე საქმიანობისა თუ განვითარების პროცესში — როგორც მუდმივი თანამშრომლობის, ისე კონკრეტული საკითხის ფარგლებში.
მიიღეთ სამართლებრივი კონსულტაცია კორპორაციულ და სახელშეკრულებო საკითხებზე
