ბიუროს შესახებ

OK Legal მრავალპროფილიანი ქართული იურიდიული ფირმაა, რომელიც სამართლებრივ მომსახურებას უწევს ფიზიკურ პირებს, ბიზნესს, ინვესტორებსა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს.

ჩვენი პრაქტიკა მოიცავს უძრავ ქონებასა და დეველოპმენტს, საბანკო და საფინანსო, საგადასახადო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ, სახელშეკრულებო, ბიზნეს და შრომის სამართალს.

გუნდის გამოცდილებასა და თითოეული საკითხის სიღრმისეულ შესწავლაზე დაყრდნობით ვაყალიბებთ კლიენტის საჭიროებებზე მორგებულ სამართლებრივ სტრატეგიას. ჩვენი მიდგომის საფუძველია პროფესიული პასუხისმგებლობა, მკაფიო კომუნიკაცია და კლიენტის კანონიერი ინტერესების დაცვა.

ოთარ იაშაღაშვილი, მმართველი პარტნიორი

ოთარ იაშაღაშვილი

მმართველი პარტნიორი

ოთარ იაშაღაშვილი მოქმედი ადვოკატი და OK Legal-ის მმართველი პარტნიორია. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში 11-წლიან იურიდიულ საქმიანობას, მათ შორის იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელობას.

საჯარო სექტორში დაგროვილ გამოცდილებას ავსებს აკადემიური საქმიანობა — იგი იყო GIPA-ს მოწვეული ლექტორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით.

OK Legal-ში ოთარი ხელმძღვანელობს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებას და მონაწილეობს კლიენტთა სამართლებრივი საკითხების შეფასებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ქეთევან ჭუმბურიძე, დამფუძნებელი პარტნიორი

ქეთევან ჭუმბურიძე

დამფუძნებელი პარტნიორი

ქეთევან ჭუმბურიძე მოქმედი ადვოკატი და OK Legal-ის დამფუძნებელი პარტნიორია. მას აქვს შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო, სახელშეკრულებო, კორპორაციული, საბანკო/საფინანსო, შრომისა და ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

მის პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამშენებლო პროექტებისა და უძრავი ქონების გარიგებების სამართლებრივ მხარდაჭერას. ქეთევანის გამოცდილება მოიცავს სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას, გარიგებების სამართლებრივ მოწესრიგებასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესების მხარდაჭერას.

სამშენებლო და ქონებრივი საკითხების პრაქტიკული ცოდნა, დავებში წარმომადგენლობის გამოცდილებასთან ერთად, საშუალებას აძლევს მას, საკითხი შეაფასოს როგორც გარიგებისა თუ პროექტის განხორციელების, ისე კლიენტის ინტერესების დაცვის პერსპექტივიდან.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ბექა თაბაგარი

იურიდიული მრჩეველი — Of Counsel

ბექა თაბაგარი OK Legal-ის იურიდიული მრჩეველია. მისი ათ წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კომერციულ დავებს, ტრანსსასაზღვრო კორპორაციულ გარიგებებს, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის პროექტებსა და საერთაშორისო ინვესტიციებს.

იგი საქმიანობდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ასევე იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში.

OK Legal-ში ბექა ხელმძღვანელობს უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებას და ფირმის საკონსულტაციო საქმიანობაში აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორებში მიღებულ გამოცდილებას.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

გვიამბეთ თქვენი საკითხის შესახებ — ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით

OK Legal (შპს ოქეი ლეგალ) რეგისტრირებულია საქართველოს საჯარო რეესტრში 2026 წლის თებერვალში.