[ საბანკო და საფინანსო სამართალი ]

საბანკო და საფინანსო სამართალი

OK Legal სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს დაკრედიტების, დაფინანსებისა და ფინანსური ვალდებულებების მართვის საკითხებში. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების სამართლებრივ შეფასებას, ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას, პროექტების დაფინანსების მხარდაჭერასა და საბანკო/საფინანსო დავებში წარმომადგენლობას.

კლიენტის ინტერესებისა და ფინანსური ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს და განვსაზღვრავთ მოლაპარაკებისა თუ დავის წარმოების სტრატეგიას.


მომსახურება

  • საკრედიტო და დაფინანსების ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შეფასება
  • ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების მხარდაჭერა
  • დავალიანებისა და ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
  • იპოთეკასა და უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები
  • სააღსრულებო წარმოებაში კლიენტის ინტერესების დაცვა
  • საბანკო/საფინანსო დავებში წარმომადგენლობა
  • პროექტების დაფინანსების სამართლებრივი მხარდაჭერა

ვის ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას

კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებიც დავაშია კრედიტორებთან, ასევე კომპანიები, რომლებსაც მსხვილი პროექტების დასაფინანსებლად სჭირდებათ სტრუქტურირება.

მიიღეთ სამართლებრივი კონსულტაცია საბანკო და საფინანსო საკითხებზე