ვებსაიტის გამოყენების პირობები და სამართლებრივი ინფორმაცია

ბოლო განახლება: 30 ოქტომბერი, 2026

1. ზოგადი ინფორმაცია

oklegal.ge ეკუთვნის შპს „ოქეი ლეგალს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405839678). ვებსაიტი წარმოადგენს ზოგად ინფორმაციას OK Legal-ის საქმიანობის მიმართულებებისა და საკონტაქტო არხების შესახებ.

2. ინფორმაცია არ არის იურიდიული კონსულტაცია

ვებსაიტზე განთავსებული მასალა ზოგადი საინფორმაციო ხასიათისაა. იგი არ წარმოადგენს კონკრეტულ საკითხზე იურიდიულ დასკვნას, კონსულტაციას ან მოქმედების რეკომენდაციას და არ უნდა გამოიყენოთ პროფესიული რჩევის შემცვლელად. სამართლებრივი შედეგი დამოკიდებულია საქმის ფაქტებზე, დოკუმენტებზე და მოქმედ კანონმდებლობაზე.

3. ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა

ვებსაიტის ნახვა, ელფოსტის გაგზავნა, სატელეფონო ზარი ან საკონტაქტო ფორმის შევსება თავისთავად არ წარმოშობს ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას. პროფესიული ურთიერთობა იწყება მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის შემოწმებისა და OK Legal-სა და კლიენტს შორის წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

სანამ ასეთ დადასტურებას არ მიიღებთ, არ გამოგვიგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ან საქმის სრული დოკუმენტები.

4. შედეგის გარანტია

ვებსაიტზე აღწერილი გამოცდილება, მომსახურება ან წარსული საქმიანობა არ წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე შედეგის გარანტიას. სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოსა თუ სხვა მესამე პირის გადაწყვეტილება OK Legal-ის კონტროლს არ ექვემდებარება.

5. ინფორმაციის სიზუსტე და განახლება

ვცდილობთ, ვებსაიტზე ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული. კანონმდებლობა, პრაქტიკა და საიტის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს. OK Legal არ იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მასალა ნებისმიერ მომენტში სრულად ასახავს უახლეს სამართლებრივ მდგომარეობას.

6. მესამე მხარის ბმულები

ვებსაიტზე შესაძლოა იყოს მესამე მხარის რესურსების ბმულები. ისინი მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისთვის. OK Legal არ აკონტროლებს მესამე მხარის ვებსაიტებს და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსზე, უსაფრთხოებაზე ან კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე.

7. ინტელექტუალური საკუთრება

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ვებსაიტის ტექსტი, დიზაინი, ლოგო და სხვა მასალა ეკუთვნის OK Legal-ს ან გამოიყენება შესაბამისი ნებართვით. მასალის სრულად ან არსებითად გამრავლება, შეცვლა, კომერციული გამოყენება ან გავრცელება წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევებისა.

დასაშვებია ვებსაიტის ბმულის გაზიარება და მცირე ციტატის გამოყენება წყაროს სათანადო მითითებით.

8. ვებსაიტის ხელმისაწვდომობა და პასუხისმგებლობა

ვებსაიტი შეიძლება დროებით მიუწვდომელი იყოს ტექნიკური მომსახურების, უსაფრთხოების ან სხვა მიზეზით. კანონით დასაშვებ ფარგლებში OK Legal არ არის პასუხისმგებელი მხოლოდ ამ ვებსაიტის ზოგადი ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებით ან ვებსაიტის დროებითი მიუწვდომლობით გამოწვეულ ზიანზე. ეს ჩანაწერი არ ზღუდავს პასუხისმგებლობას იმ ფარგლებში, რომლის გამორიცხვაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.

9. კონფიდენციალურობა

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

10. მოქმედი სამართალი

ვებსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

11. კონტაქტი

  • ელფოსტა: info@oklegal.ge
  • ტელეფონები: +995 599 13 02 02, +995 598 15 11 00