[ ადმინისტრაციული სამართალი ]

ადმინისტრაციული სამართალი

OK Legal სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს სახელმწიფო, მუნიციპალურ და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობისას. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს სანებართვო და სალიცენზიო პროცესების მხარდაჭერას, ადმინისტრაციული აქტების სამართლებრივ შეფასებასა და ადმინისტრაციულ დავებში წარმომადგენლობას.

საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით განვსაზღვრავთ კლიენტის ინტერესების დაცვისა და ადმინისტრაციული პროცედურების წარმართვის სტრატეგიას.


მომსახურება

  • ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების სამართლებრივი მხარდაჭერა
  • განცხადებების, შუამდგომლობებისა და ადმინისტრაციული საჩივრების მომზადება
  • სახელმწიფო, მუნიციპალურ და მარეგულირებელ ორგანოებთან წარმომადგენლობა
  • ადმინისტრაციულ დავებში წარმომადგენლობა სასამართლოში

ვის ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას

ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს, რომელთა საქმიანობა, ქონებრივი ინტერესები ან უფლებების განხორციელება საჯარო უწყების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მიიღეთ სამართლებრივი კონსულტაცია სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებზე