[ მიმართულებები ]

სამართლებრივი მხარდაჭერა თქვენი ინტერესების დასაცავად

OK Legal ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს სთავაზობს სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს საკითხის სიღრმისეულ შეფასებას, მკაფიო სტრატეგიასა და კლიენტის ინტერესების დაცვას.

ჩვენი პრაქტიკის მიმართულებები მოიცავს როგორც ყოველდღიურ სამართლებრივ საჭიროებებს, ისე კომპლექსურ გარიგებებსა და დავებს. თქვენი საკითხის თავისებურებების გათვალისწინებით განვსაზღვრავთ შესაბამის მიდგომას და თანამშრომლობის ფორმას.


უძრავი ქონება და დეველოპმენტი

უძრავი ქონების გარიგებებისა და სამშენებლო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა, რისკების შეფასება და დავებში წარმომადგენლობა

ვრცლად

საბანკო და საფინანსო სამართალი

დაკრედიტებისა და დაფინანსების სამართლებრივი მხარდაჭერა, ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია და საბანკო/საფინანსო დავებში წარმომადგენლობა

ვრცლად

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო კონსულტაცია, ვალდებულებების სამართლებრივი შეფასება და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობასა და საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა

ვრცლად

ადმინისტრაციული სამართალი

სანებართვო და სალიცენზიო პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა, სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა და ადმინისტრაციულ დავებში წარმომადგენლობა

ვრცლად

კორპორაციული, სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართალი

კომპანიების დაფუძნების, მართვისა და საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა, ხელშეკრულებების მომზადება და სახელშეკრულებო რისკების შეფასება

ვრცლად

შრომის სამართალი

შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კონსულტირება და შრომით დავებში წარმომადგენლობა

ვრცლად

არ ხართ დარწმუნებული, რომელი მიმართულება შეესაბამება თქვენს საკითხს?

მოკლედ აღწერეთ საკითხი კონფიდენციალური დეტალების გარეშე. ჩვენ დაგიკავშირდებით და განვსაზღვრავთ შემდეგ ნაბიჯს.